თავში

17 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი აუცილებლად დადგინდება - თამარ გაბუნია

17 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი აუცილებლად დადგინდება - თამარ

17 წლის გოგოს გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს. სასწრაფოს რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გაბუნია  მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ ეს დეზინფორმაციაა.

"კონკრეტულად, თუ რამ გამოიწვია, ეს აუცილებლად დადგინდება. ამ ტიპის დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც დამაზარალებელია და დანაშაულის ტოლფასია, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციისგან მაქსიმალურად თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, როგორც კი არის ასეთი ცრუ ინფორმაცია, მოხდეს განმარტება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system