თავში

196 ახალი შემთხვევა - სად დადასტურდა ინფიცირების შემთხვევები - VIDEO

196 ახალი შემთხვევა - სად დადასტურდა ინფიცირების შემთხვევები - VIDEO
196 ახალი შემთხვევა - სად დადასტურდა ინფიცირების შემთხვევები - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 196 შემთხვევიდან ყველაზე მეტი აჭარაში დადასტურდა. 

„196-დან ბათუმში არის - 144, ქობულეთში - 1 შემთხვევა, თბილისში - 29, იმერეთი-ქუთაისი არის - 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი - 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი - 3, გურია-ოზურგეთი - 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი - 2, ფოთში - 1 და მცხეთაში -1 შემთხვევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1 319 პაციენტი მკურნალობს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1412-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system