თავში

ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

2 ადამიანი დაშავდა
ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში ორი ადამიანი დაშავდა. შენობაში კედელი ჩამოინგრა რა დროსაც დარაჯი და ერთ–ერთი თანამშრომლის შვილი დაშავდა. 

ბორჯომის საავადმყოფოს ხელმძღვანელის ირაკლი დიასამიძის თქმით, კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო გოგონა შემდგომი კვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.

„კაცს ფეხი აქვს მოტეხილი და ჩავუტარეთ ოპერაცია, იგი კლინიკაში რჩება. რაც შეეხება გოგონას მას ხერხემლის დაზიანება ჰქონდა და თბილისში გადაიყვანეს, ნეირო ქირურგთან გადავამისამართეთ“, – ამბობს დიასამიძე.

შემთხვევა ორ ოქტომბერს მოხდა. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system