თავში

2 კვირაში სიკვდილიანობა გაიზრდება - გამყრელიძე

2 კვირაში სიკვდილიანობა გაიზრდება - გამყრელიძე
2 კვირაში სიკვდილიანობა გაიზრდება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო 2 კვირაში მოსალოდნელია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 400-მდე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

„მომავალი ორი კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ხელოვნური სუნთქვაზე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რადგან როგორც წესი, სიკვდილიანობა 2-3 კვირის ინაცვლებს მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ინფიცირების შემთხვევები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1337 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 49 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 3498 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system