თავში

დვალი და აქიმიძე ,,რუსთავი 2- სთვის" სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ

დვალი და აქიმიძე ,,რუსთავი 2- სთვის" სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ
დვალი და აქიმიძე ,,რუსთავი 2- სთვის სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის" წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

„რუსთავი 2-ს" მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი", - ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.

პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ - ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა.

შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამოდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია", - წერს უფლებადამცველი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. 

გარდა ამისა,15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system