თავში

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში ჩაფრინდა - PHOTO

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში ჩაფრინდა
2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში ჩაფრინდა  - PHOTO

2 წლის ანიტა ინდოეთში ჩაფრინდა. თვითმფრინავი აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პაციენტი ინდოეთში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, ანიტამ გართულებების გარეშე იმგზავრა და ჟანგაბდის დამატებითი კვებაც არ დასჭირდა. ანიტა უკვე ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. 

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

ანიტა ინდოეთში ავსტრიიდან გაემგზავრა, მას თავდაპირველად დუბაიში მოუხდა ჩაფრენა, საიდანაც უკვე ინდოეთში გაემგზავრა. 

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. ანიტას მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა,
მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას. 

საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი პირადად ესტუმრა კლინიკას, რომელიც ანიტას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system