თავში

2 წლის ანიტა მართვით სუნთქვაზე რჩება

2 წლის ანიტა მართვით სუნთქვაზე რჩება
2 წლის ანიტა მართვით სუნთქვაზე რჩება

"დიალიზის" პირველმა პროცედურამ კარგად ჩაიარა. 2 წლის ანიტა ფაცაციას ორგანიზმი სტაბილურობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება და ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იმყოფება. 

დიალიზმა კარგად ჩაიარა!

ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას. ექიმები გვარწმუნებენ, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. როგორც მოგახსენეთ, პოსტ-საოპერაციო 24 საათი კრიტიკული იქნება. რადგან ბავშვი მართვით სუნთქვის აპარატზეა, ექიმები მას ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ამყოფებენ. მიუხედავად ამისა, ანიტამ გაიღვიძა დედიკოს ხმაზე.
მომდევნო დღეების განმავლობაში, ხშირად გამოაფხიზლებენ, ნევროლოგიისა და გულის მუშაობის შესამოწმებლად. ხვალიდან დაიწყება სისხლში ინფექციისა და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. ჩვენი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ხაზზე იყო, ხოლო დღეს დილით კი, უკვე ქალაქ ჩენაიში ჩაფრინდა და ანიტას ოჯახს ყველა სახის დახმარებას უწევს. 
ჩვენ გვჯერა სასწაულების და თქვენი ერთიანობის ძალის!
- წერს მარიკა ხუციშვილი. 

ანიტასთვის "დიალიზით" მკურნალობის გადაწყვეტილება ექიმებმა გუშინ მიიღეს.

2 წლის ანიტას ფაცაციას გუშინ, დილით, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, რადგან ,,ეკმოს" აპარატი, რომელიც გუშინწინ ჩაუდგეს, ორგანიზმმა ვერ მიიღო.

ანიტას მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.

ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system