თავში

"20 დღის წინ სიკვდილისკენ მიმავალი კაცი მირეკავს ახლა..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

"20 დღის წინ სიკვდილისკენ მიმავალი კაცი მირეკავს ახლა..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი
20 დღის წინ სიკვდილისკენ მიმავალი კაცი მირეკავს ახლა... - რას წერს გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სამოქალაქო აქტივისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

"9 დეკემბერს დახმარება გთხოვეთ ერთი კეთილი მოხუცის გადასარჩენად!

პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში ყველა საჭირო მედიკამენტი გამოჩნდა და მოხალისე ექიმიც ყოველდღიურად აკვირდებოდა ვიტალი ბაბუს განოჯანმრთელებას.

ჰო და, 20 დღის წინ სიკვდილისკენ მიმავალი კაცი მირეკავს ახლა:

- გიგაჯან, ექიმმა გარეთ გამოსვლის უფლება მომცა! შენ მოტანილ თბილ "ბატინკებს" გავაპრიალებ კარგად და საახალწლო ნობათის დარიგებაში მოგეხმარები ხვალიდან, "ბლოკნოტსაც" წამოვიღებ რო მისამართები დამიწერო, ვინმე მშიერი არ დავტოვოთ.

არ გვიწერია გადაშენება", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system