თავში

20 ივნისის დაზარალებულები ელჩებს დახმარებას სთხოვენ

20 ივნისის დაზარალებულები ელჩებს დახმარებას სთხოვენ
20 ივნისის დაზარალებულები ელჩებს დახმარებას სთხოვენ

20 ივნისის დაზარალებულები ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, ისინი დიპლომატებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში სთხოვენ დახმარებას. დაზარალებულებმა წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე დატოვეს.

"ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მედიატორებს, რომელთა შექმნილი მედიაციის დოკუმენტი არის საფუძველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტების, დაგვეხმარონ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში. რეალურად, ეს კანონპროექტები 20 ივნისის მშვიდობიან დემონსტრანტებს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ ალბათ აღარ შეგვეძლება საქმეების გაგრძელება სტრასბურგში და თბილისში იმიტომ, რომ ძირითადი საქმეები არის აღძრული უფლებამოსილების მუხლზე, რომლითაც საყოველთაო ამნისტია ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system