თავში

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური თავისუფალია
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქური სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

"მანამდე არ იყო წარმოდგენილი განახლებული ინფორმაცია ბრალდებულის ჯანმრთელობაზე და დღეს ეს გვაქვს. გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უდავო გახდა ბრალდების მტკიცებულებები შესაბამისად დღეს ეს ყველაფერი არის ახალი გარემოება. ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე მიმალვის საფრთხე შემცირებულია, მტკიცებულებების განადგურება მინიმუმამდეა, რადგან მან ისინი უდავო გახადა", — განაცხადა მოსამართლემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს. 

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდავოდ სცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს. 

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system