თავში

20 ივნისს დაშავებული მაკო გომური პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

20 ივნისს დაშავებული მაკო გომური პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
20 ივნისს დაშავებული მაკო გომური პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

20 ივნისის აქციის ღამეს დაშავებული მაკო გომური და კიდევ რამდენიმე პირი, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 3 პირის დაზარალებულად ცნობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მოხდა. 

"2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია,"-აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის ღამეს თვალი დაკარგა, ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა. ასევე, დაზარალებული სტატუსით არ სარგებლობდნენ ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system