თავში

20-მდე დეპუტატი Sinopharm-ით აიცრა - PHOTO

20-მდე დეპუტატი Sinopharm-ით აიცრა - PHOTO
20-მდე დეპუტატი Sinopharm-ით აიცრა - PHOTO

პარლამენტის წევრებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს. დეპუტატთა იმუნიზაციის პროცესს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო.

მინისტრმა პარლამენტის წევრებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების ჩართულობა იმუნიზაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს.

"საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. საზოგადოების მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურებრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დღესდღეობით გამოიხატება სწორედ პირბადის ტარებაში, სოციალური დისტანციის დაცვასა და ასევე ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში აქტიურია მინისტრების ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში. ასევე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოს და დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი",- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 20-მდე დეპუტატი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system