თავში

"20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი... 30 წლამდე ასაკისანი არიან"

"20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი... 30 წლამდე ასაკისანი არიან"
20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი... 30 წლამდე ასაკისანი არიან

თვითმხილველი, რომელიც შატილის გზაზე ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა, მომხდარის დეტალებზე ambebi.ge -სთან საუბრობს.

მისი თქმით, მერსედესის „სპრინტერის” მიკროავტობუსი სისწრაფით მიდიოდა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დაეჯახა და ისიც გადააგდო ხევში.

„შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 – მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა“, – ამბობს თვითმხილველი.„ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა“, – აცხადებს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, კლდეზე მოკროავტობუსი გადავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system