თავში

"200 ათას ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა" - ტიკარაძე

"200 ათას ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა" - ტიკარაძე
200 ათას ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს. 

მისივე თქმით, FDA-მ "ფაიზერის" ვაქცინას ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივა.

"ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის, დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც რეალურად ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA- აღნიშნავს, რომ "ფაიზერის" ვაქცინებს კიდევ გაუგრძელდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. გამომდინარე აქედან, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად არ მოხსნილი", - განაცხადა მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%; სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%; 23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system