თავში

200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე - ზურაბ ჯაფარიძე

200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე - ზურაბ ჯაფარიძე

“200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე. უნდა უთხრა, იჯექი სახლში, არ გამოხვიდე და მაქედან მომეცი რეკომენდაციებიო. ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ”, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, საქართელოს ხელისუფლება მდიდარ ქვეყნებს ედრება და მათ მსგავს შეზღუდვებს აწესებს. 

„ჩვენ ვედრებით ქვეყნებს, სადაც ადამიანებს აქვთ დანაზოგი. ანგარიშზე უდევთ ფული და შეუძლიათ, რომ ერთი წელი იცხოვრონ. ჩვენთან ხალხი შიმშილით იხოცება. ვისაც არ უნდა ნუ გამოვა სახლიდან. ვის ვედრებით, საფრანგეთს? მდიდარ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ისინიც იდიოტები არიან, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ იქ სწორს აკეთებენ. იქაც არასწორს აკეთებენ, მაგრამ ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია? ჩვენ სიღარიბეში ვიხრჩობით ისედაც“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system