თავში

2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ დამაყენა - სანდრო სულაქველიძე

2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ დამაყენა -
2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ დამაყენა - სანდრო სულაქველიძე

"ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ", - წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე.

მისი თქმით, გუშინდელი ჩანაწერები ყალბი არაა, რადგან იგივე სქემა იყო რაც მის მიმართაც განახორციელეს.  სალუქვაძე აღნიშნავს, რომ გუშინდელი ჩანაწერები სავარაუდოდ სრულ სურათსაც კი არ ასახავს იმისა, თუ რა ხდება რეალურად.

"ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 201-3ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ, ეტყობა ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული.

მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს. ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო? მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც "მიკაჩავება" გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013 იყო.  მას მერე გაიზარდა პატარა ბერა "ჯოფრიც" და ახლა უკვე ანზორ "კლიგანის" მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ მინდა იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ ეგ სავარაუდოდ სრული სურათიც არაა იმის თუ რაებსაც ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას", - წერს სანდრო სულაქველიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system