თავში

2019 წელს 16 ქალი მოკლეს, აქედან 9 ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 

2019 წელს 16 ქალი მოკლეს, აქედან 9 ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 
2019 წელს 16 ქალი მოკლეს, აქედან 9 ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 3 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული (აქედან 2 თვითმკვლელობამდე მიყვანა), ხოლო 71 შემთხვევაში სხვა მოტივი (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა). ასევე, ამავე წლებში 69 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ნიშნით დანაშაულის ჩადენას (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), ხოლო 23 საქმეში გამოიკვეთა სხვა მოტივი.

2019 წლის 10 თვის მონაცემებით (იანვარი-ოქტომბერი) სულ 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი (აქედან 1 ქმრის მიერ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა), 7 შემთხვევაში სხვა მოტივი. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 16 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური ნიშანი გამოიკვეთა 12 შემთხვევაში, სხვა მოტივი - 4 შემთხვევაში.

აღნიშნული სტატისტიკის შესახებ დღევანდელ კონფერენციაზე, სახელწოდებით-„ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“იმსჯელეს, რომელიც სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში საქართველოს სახალხო დამცველმა შეაჯამა კონფერენციის მთავარი საკითხები და აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების კლების მაჩვენებელის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საქმეთა შესწავლისას კომპლექსური მუშაობა სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system