თავში

2021 წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60 პროცენტი - გახარია

2021 წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60 პროცენტი - გახარია
2021 წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60 პროცენტი - გახარია

დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ხანდაზმულები. 

"მოგეხსნებათ, მთავრობის წინა სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დასრულების თაობაზე ვიმსჯელებთ. ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი, საბოლოო ჯამში გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60 პროცენტი. თუმცა, ამ ძირითად, მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system