თავში

"2022 წელს გავატარებთ ისეთივე შიშისა და საფრთხის ქვეშ, როგორც ახლა ვართ" - ივანე ჩხაიძე

"2022 წელს გავატარებთ ისეთივე შიშისა და საფრთხის ქვეშ, როგორც ახლა ვართ" - ივანე ჩხაიძე
2022 წელს გავატარებთ ისეთივე შიშისა და საფრთხის ქვეშ, როგორც ახლა ვართ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი, ვაქცინირებულთა ყოველდღიური რაოდენობა არ გაიზრდება, საქართველოსთვის მომავალი წელიც რთული იქნება.

"რასაც ველოდებით, ეს არის 15 ოქტომბრიდან დაანონსებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი - სოფელში მობილური ბრიგადების ჩასვლა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა. ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშონ და ოქტომბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. დიდი ალბათობით, შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სასურველ ციფრამდე მიღწევა გაძნელდება. ამიტომ, ასეთი ვარიანტი აუცილებლად უნდა იყოს განხილული, ეს სარეზერვო გეგმა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი გაგრძელდება თვეების და წლების განმავლობაში. თუ ყოველ დღე 5 ათასი ადამიანი აიცრება და არც ეს მგონია რეალური, ნათელია, რომ 2022 წელს გავატარებთ ისეთივე შიშის, რისკისა და საფრთხის ქვეშ, როგორც ახლა ვართ. გვექნება ინფიცირების მუდმივად მაღალი მაჩვენებელი, პერიოდულად გვექნება "პიკები", ყოველდღიურად 30-40 გარდაცვლილი, მუდმივად შიში, რომ ჩვენ ვიღაც "წითელ ზონაში" შეგვიყვანს, აკრძალვას მოგვიყენებენ და ტურისტის ჩამოსვლაც იქნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 586 ინფიცირებული. გარდაიცვალა 26 პაციენტი.

13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. 

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %. 

სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%. 

12 ოქტომბერს აიცრა 6 837 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system