თავში

2024 წლამდე არანაირი არჩევნები აღარ იქნება - ირაკლი კობახიძე

2024 წლამდე არანაირი არჩევნები აღარ იქნება - ირაკლი კობახიძე
2024 წლამდე არანაირი არჩევნები აღარ იქნება - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კახეთში ვიზიტისას მიმდინარე პოლიტიკური და წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმატება ეკონომიკური ზრდის კუთხით, აძლევს საშუალებას "ქართული ოცნების" კანდიდატებს, დიდი უპირატესობით გაიმარჯვონ ამ არჩევნებში.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნები 2024 წლამდე აღარ იქნება, რაც ქვეყანას მშვიდი განვითარების საშუალებას მისცემს.

"30 ოქტომბერს დასრულდება კიდევ ერთი, სამწუხაროდ, პოლარიზებული არჩევნები და სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება 2024 წლამდე. მომდევნო არჩევნები იქნება 2024 წელს. ეს გვაძლევს მშვიდი განვითარების საშუალებას. შემდეგი სამი წელი დაეთმობა განვითარებას, ქვეყნის განვითარებას, კახეთის განვითარებას, ამ რეგიონის განვითარებას, თელავის განვითარებას და ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ამ კუთხისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის პირველი მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით ევროპის მასშტაბით. მთავარია ეს ტემპი შევინარჩუნოთ, დანარჩენი, ჩვენი საქმე იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში თითოეულ რეგიონზე ზრუნვა.

უნდა დავივიწყოთ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ჩავაბაროთ წარსულს 30 ოქტომბრიდან, გადავერთოთ საქმის კეთებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system