თავში

20 ოქტომბერი ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეა

​20 ოქტომბერი ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეა
20 ოქტომბერი ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეა

დღეს მსოფლიოში ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. მისალოც წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში 116 ავიამეთვალყურეა დასაქმებული. 

„ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიამეთვალყურეს აკისრია, მას მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად აქცევს. ისინი ზრუნავენ ხმელეთიდან ცაში საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე.

ჩვენ გვყავს მართლაც პროფესიონალი, უმაღლესი კვალიფიკაციის ავიამეთვალყურეები - თითოეული მათგანის მაღალი კვალიფიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციების - ICAO-ს და EUROCONTROL-ის მიერ გაცემული სერთიფიკატებით არის აღიარებული. ისინი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ პროექტში არიან ჩართულები და რაც განსაკუთრებით გვეამაყება - რამდენიმე მათგანი ხელმძღვანელობს კიდეც მნიშვნელოვან ჯგუფს და წარმატებით გააქვთ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.

ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ახალი ავიარეისები.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს!“, - ნათქვამია მისალოც წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system