თავში

218 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები - VIDEO

218 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები
218 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 16 კრიტიკული პაციენტი რჩება. 

"ქვეყანაში გახლავთ 3913 კოვიდინფიცირებული, დაემატა 218 ახალი ინფიცირებული. ჯერჯერობით კვლავ ლიდერობს აჭარა, იქ გახლავთ 137 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, თბილისში 47 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი 6, იმერეთი 26 და გურიაში 2 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელების რაოდენობა 1574. საერთო ჯამში 16 კრიტიკული პაციენტი რჩება ქვეყანაში",- განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება გარდაცვლილ ორ პაციენტს, მარინა ენძელაძის ინფორმაციით, ორივე მათგანს მძიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა, რის გამოც მათი მდგომარეობიდან გამოსვლა ვერ მოხერხდა.

"გარდაიცვალა 2 პაციენტი, აქედან ერთი-ერთი 67 მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ძალიან მძიმე სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე პაციენტი გახლავთ ქუთაისში, რომელიც გადმოყვანილი იქნა 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან. მისი მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები.  ეს გახლავთ შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ანტროფია, ორმხრივი, მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა"- განაცხადა ენდელაძემ. 

ცნობისთვის, კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 218 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system