თავში

22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ ამოქმედდება

22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ ამოქმედდება
22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ ამოქმედდება

საქართველოს დიდ ქალაქებში დღეს, 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ისევ ამოქმედდება. 05:00 საათამდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდთი, გორში და ფოთში აეკრძალებათ გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილით მოსიარულეებს. 

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებებისა და მედიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად. 

შეზღუდვები, რომელიც 7 ნოემბერს შევიდა ძალაში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2 დღით იყო მოხსნილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system