თავში

22:00 საათიდან ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა - გამყრელიძე

22:00 საათიდან ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა - გამყრელიძე
22:00 საათიდან ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიუხედავად, ბევრი გაფრთხილებისა, ახლა უკვე 22:00 საათის შემდეგ შეკრებები მცხეთაში ფიქსირდება.

„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე კარგად იცავს. უნდა მივეჩვიოთ, შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადანაიცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვეთამაშებით ცეცხლს, ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები, ასევე ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system