
22 აპრილი სასაზღვრო ავიაციის დღეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნშნული, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ასრულებს რეისებს მესაზღვრეების როტაციისათვის, ასევე, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში.
უწყების ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში, სასაზღვრო ავიაციამ მონაწილეობა მიიღო 22 სამაშველო ოპერაციასა და 19 სახანძრო დავალებაში. ადამიანების გადასარჩენად მფრინავებმა 60 საათზე მეტი, ხოლო ხანძრების ჩასაქრობად 125 საათზე მეტი იფრინეს.