
22 ივნისს საქართველოს უმეტეს ნაწილში წვიმაა მოსალოდნელი.
თბილისში ტემპერატურა ღამით +19 გრადუსი იქნება, დღისით კი +35 გრადუსი იქნება.
ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება ბათუმში, ღამით +18, დღისით კი +29 გრადუსი იქნება.
პერიოდულად მოიღრუბლება ზუგდიდშიც ღამით +18, დღისით კი +30 გრადუსია ნავარაუდები.
ქუთაისში კი ღამით +19, დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს თელავში. აქ ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +33 გრადუსი დაფიქსირდება.
ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება ლაგოდეხში. სინოპტიკოსები ღამით +20, ხოლო დღისით +35 გრადუსს ვარაუდობენ.
სიღნაღში ღამით +19, დღისით კი +34 გრადუსი იქნება.
იწვიმებს მესტიაში. ტემპერატურა ღამით +12 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +24 გრადუსი სითბო.
ცაგერში ღამით +15 გრადუსი, დღისით კი +26 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი.
+11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ღამით ბახმაროში, დღისით კი +23 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა იქნება.