თავში

"23:15 საათზე ხდება ეს ამბავი, შაბათის წვიმიან საღამოს" - მიშო სულუხია

"23:15 საათზე ხდება ეს ამბავი, შაბათის წვიმიან საღამოს" - მიშო სულუხია
23:15 საათზე ხდება ეს ამბავი, შაბათის წვიმიან საღამოს - მიშო სულუხია

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც სულუხია წერს, "კომენდანტის საათის" დროს გამოწერილ 2000-ლარიან ჯარიმას გაასაჩივრებს. 

მომღერალი იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც გადაადგილების გამო დაწესებული შეზღუდვა დაარღვია.

"ნამდვილად არ ვიფიქრებდი, თუ ისეთი პატრული ინსპექტორიც არსებობდა, რომელიც ქუჩაში, მოტოციკლით, თავსხმა წვიმის დროს იძულებით გაჩერებულს, სიცოცხლისთვის სახიფათო ხილვადობის გამო და წვიმის გადაღების მოლოდინში - მოვიდოდა და 2,000 ლარიან ჯარიმას დამიწერდა მოტოციკლის წინ და მეტყოდა: თქვენი სიცოცხლე ჩვენს ინტერესებში არ შედის როდესაც უკვე 23 საათიაო. 

23:15 წუთზე ხდება ეს ამბავი შაბათის წვიმიან საღამოს, ზედ რუსთაველის გამზირზე 37 ნომერში. ჯარიმას ხელს აწერს "ქალიაქის ცენტრში" სანაქებოდ წინა ხაზზე გამოგზავნილი ჩემზე ბევრად უმცროსი პატრული ინსპექტორი გიორგი წულაია. ის ბედნიერი არ ჩანს ცხოვრებით. მოკლედ მისი მეწყვილის გაკვირვებული სახით ყურებამ მის მიმართ, ჩემმა თხოვნამ და მინიშნებამ რომ არაჰუმანურ საქციელს ჩადიოდა და თავადაც ხვდებოდა ამას, კიდევ 20 წუთი წაიღო, მანაც მაქსიმალურად გაწელა დაჯარიმების პროცესი და ჯარიმის ქვითარი 23:38 წუთზე ამოუშვა.

- სამაგიეროდ მინდა მადლიერება გამოვთქვა მათი ზემდგომი საპატრულო ეკიპაჟის და მისი წევრის ალექს დგებუაძის მიმართ თანადგომისთვის, შეგნებული დამოკიდებულებისთვის და ამ ფაქტის დასაფიქსირებლად შედგენილი ოქმისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალითო იყო მთელი პანდემიის პროცესში ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც და ქცევაც რეგულაციების და საზოგადო კეთილდღეობის მიმართ. არ მაქვს არცერთი დარღვევა ან ჯარიმა.

იმედი მაქვს, რომ გასაჩივრებულ ქეისს ყურადღებით მოეკიდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც", - წერს მიშო სულუხია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system