თავში

23-28 სექტემბერს, ზუგდიდში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

23-28 სექტემბერს, ზუგდიდში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზ „კოლხიდა-2“- ზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, 23-28 სექტემბრის პერიოდში, ქალაქ ზუგდიდის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეიზღუდება: 23 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე; 24 სექტემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე; 25 სექტემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო 26, 27 და 28 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედებში. ჯამში, ელექტროენერგია შეეზღუდება ქალაქ ზუგდიდის 2418 აბონენტს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system