თავში

23 ივლისს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

23 ივლისს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
23 ივლისს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 23 ივლისს,თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ზუგდიდის, სოხუმის, იროდიონ ევდოშილის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი შინდისის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, კვაჭანტირაძის, წულუკიძის, მშველიძის და უტიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის და გოჩა ნადარეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, სურამის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ნინოშვილის, კონსტიტუციის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, გვირილების, პაპაშვილის, გურიელის, გაზაფხულის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სოფელი ლისის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, ანაკლიის, ნაფეტვრების, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system