თავში

"23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, ასე აღარ გავჩერდებით" - ზაზა გახელაძის დედა

"23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, ასე აღარ გავჩერდებით" - ზაზა გახელაძის დედა
23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, ასე აღარ გავჩერდებით - ზაზა გახელაძის დედა

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 23 ივნისის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ზაზა გახელაძის ოჯახმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ გამოიყენონ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა ზაზა გახელაძე უკანონო ტყვეობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

როგორც გახელაძის დედამ დღეს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოჯახი საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს.

"დაგვპირდნენ, ყველანაირად ვცდილობთ დღემდე და ამის მერე კიდევ უფრო გავააქტიურებთო. ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებიან და უფრო მწვავედ დავაყენებთ ამ საკითხსო. 

23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და არ ვიცი, ან იქითა მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით ან საპროტესტო აქციებს გავმართავთ, ასე აღარ გავჩერდებით. 23-ის მერე ასე აღარ გავჩერდებით", - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ. დიპლომატები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system