თავში

24-საათიანი პროტესტი გრძელდება

24-საათიანი პროტესტი გრძელდება
24-საათიანი პროტესტი გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჰესის წინააღმდეგ, 24- საათიანი პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.

გიგანტური ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ამ ღამესაც მშენებლობის ადგილზე გაათევენ. 

ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ 105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს.

"უწყვეტი პროტესტი გრძელდება. სიცოცხლის ფასადაც, რომ დაგვიჯდეს ამ ჰესს არ ავაშენებინებთ. არ მივცემთ უფლებას დატბორონ იმერეთი და მეზობელი რეგიონები. არ მივცემთ უფლებას შეიცვალოს რიონის ხეობაში კლიმატი."- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სამუშაოებს თურქული კომპანია "ენკა" აწარმოებს, რომელიც პროექტის შეჩერებას არ აპირებს, კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები ხვალ 14 ნოემბერს, 14:00 საათზე მასშტაბურ აქციას გამართავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system