თავში

25 ევრო ვაქცინაციის სანაცვლოდ? - ეკატერინე ტიკარაძე წამახალისებელ ღონისძიებებზე საუბრობს

25 ევრო ვაქცინაციის სანაცვლოდ? - ეკატერინე ტიკარაძე წამახალისებელ ღონისძიებებზე საუბრობს
25 ევრო ვაქცინაციის სანაცვლოდ? - ეკატერინე ტიკარაძე წამახალისებელ ღონისძიებებზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეებში ვაქცინაციის მოტივაციის გაზრდის მიზნით, წამახალისებელ ღონისძიებებს მიმართოს.

კითხვას - ხომ არ იგეგმება რაიმე წამახალისებელი ინსტრუმენტების გამოყენება, მაგალითად როგორც სერბეთშია, სადაც მოქალაქეებს აცრის გაკეთებაში 25 ევროს უხდიან, ტიკარაძემ ასე უპასუხა:

"სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ამ ღონისძიებებს ვაკვირდებით და ასევე ვაკვირდებით მათ ეფექტურობასაც. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ - თუმცა იქნება ეს 25 ევრო, ლარი თუ რამე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system