თავში

260 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები ორი თვის განმავლობაში გადაეცემა

260 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები ორი თვის განმავლობაში გადაეცემა
260 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები ორი თვის განმავლობაში გადაეცემა

260 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემა. ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა. მან მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული საცხოვრებელი ფართები მოინახულა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ. 260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ, ადგილზე, პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კონკურსის საფუძველზე შესყიდული 240 ბინის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system