თავში

28 თებერვალს იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

28 თებერვალს იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება
28 თებერვალს იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

28 თებერვალი იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ხორციელდება „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

"პროგრამა ითვალისწინებს: 18 წლამდე საქართეველოს მოქალქეთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ასევე ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

პროგრამით განსაზღვრული მომსახურება (მათ შორის მედიკამენტები) იფარება სრულად, პაციენტის მხრიდან თანადაფინანსების გარეშე", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system