თავში

28 წლის ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში აფეთქდა მკურნალობის დაფინანსებას ითხოვს

28 წლის ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში აფეთქდა

28 წლის ჯარისკაცი, ზაურ კომახიძე, თავდაცვის სამინსტროს და ხელისუფლებას მოუწოდებს მისი მკურნალობის ხარჯები აანაზღაურონ. 

როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ამბობს, მან ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ხერხემლის დაზიანება მიიღო და თითქმის ოთხი წელია, თავისუფლად ვერ გადაადგილდება.

ჯარისკაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ზაურ კომახიძე თავდაცვის სამინისტრომ ჯარიდან იმიტომ გამოუშვა, რომ მისი მკურნალობის ხარჯები არ გაეღოთ.

თავად ზაურ კომახიძე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს და გერმანიაში მკურნალობას მოითხოვს. 

"დანაღმული მანქანა დაგვეჯახა, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი. სულ 4 აფეთქება მოგვივიდა. დანიშნული წამლების ნახევარი მაქვს ნაყიდი, იმიტომ, რომ არ მაქვს საშუალება და ვერ ვყიდულობ წამლებს. თავდაცვის სამინისტრომ, თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სრულად. საქართევლოში რომ დაბრუნდები, ვითომ ჯარისკაცი არ ყოფილხარ, ისეთ მდგომარეობაში გაყენებენ, ისე გიშვებენ ჯარიდან. არავის არ შემოუღია ჩემი კარი 3-4 წლის განმავლობაში. როგორც ავღანეთში დაჭრილი სხვა სამხედროების შემთხვევაში ხდება, მეც მინდა, რომ გერმანიაში გადამაფრინონ და რეაბილიტაციის სრული კურსი გავიარო",- ამბობს, ჯარისკაცი, ზაურ კომახიძე ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system