თავში

29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ახალგაზრდებს მიმართა და წარმატებები უსურვა.

,,ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია - უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.

სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო.

მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“. - განაცხადა გორგოძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system