თავში

27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბება

27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბება
27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბება.

,,პაციენტი გადმოყვანილია პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში. აქაც ჩვენ გვაქვს დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ, ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00 სააათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც გადაწყდება, როგორ უმკურნალებენ პაციენტს და როგორი იქნება მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ექიმების ძალიხსმევით, პაციენტთან მიმართებით, გვექნება საიმედო გამოსავალი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა ,,იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედდის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გახდა.

27 წლის მეგი ბარბაქაძე პირველ საუნივირსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system