თავში

3-4 კვირაში ეს შტამი საქართველოში დომინანტური გახდება - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

3-4 კვირაში ეს შტამი საქართველოში დომინანტური გახდება - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი
3-4 კვირაში ეს შტამი საქართველოში დომინანტური გახდება - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ "დელტა", იგივე ინდური შტამი საქართველოში დომინანუტრი დაახლოებით 3-4 კვირაში გახდება.

"ვფიქრობ, რომ 100-ზე მეტი ადამიანია უკვე ინფიცირებული, ალბათ 3-4 კვირაში საქართველოში იქნება ინდური შტამი დომინანტი, რაკი ჩვენ არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს, არანაირი ლიმიტირება არ გვაქვს. ეს არის დაფუძნებული შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ევროპაში გავრცელების გამოცდილებაზე, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში 4 კვირაში ინდური შტამი გახდება დომინანტური" - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინდური შტამის დომინანტური გავრცელება მოსალოდნელია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის, ანუ "დელტას" 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მათი გათვლებით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 10 პროცენტს საქართველოში სწორედ ინდური შტამი შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system