თავში

3 წლის ბავშვი რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა უმძიმეს მდგომარეობაშია

3 წლის ბავშვი რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა
3 წლის ბავშვი რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა უმძიმეს მდგომარეობაშია

3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა,  უმძიმესია. აღნიშნულის შესახებ Report.ge-ის  ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

"რამდენიმე ოპერაციაა ჩასატარებელი, ამჟამად ნეიროქირურგიული ოპერაცია მიმდინარეობს, რადგან აღინიშნებოდა თავის ტვინის კომპრესია, ამასთან აღენიშნება ორივე ზედა კიდურის და სახის ძვლის მოტეხილობა, ვაკვირდებით მუცლის ღრუსაც, შესაძლოა აქაც გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო," - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system