თავში

3 წუთის წინ, ვიღაც კეთილმა კაცმა 10 000 გვაჩუქა - გიგა მაქარაშვილი

3 წუთის წინ, ვიღაც კეთილმა კაცმა 10 000 გვაჩუქა - გიგა მაქარაშვილი
3 წუთის წინ, ვიღაც კეთილმა კაცმა 10 000 გვაჩუქა - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყო, წერს, რომ მისთვის უცნობმა ადამიანმა 10 000 ლარი გადასცა და ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"3 წუთის წინ ვიღაცა კეთილმა ადამიანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისეურვა 10 000 ლარი გვაჩუქა.მანამდე კი, თქვენ, ჰო, ჰო, ზუსტად თქვენ, თითო ლარი რომ ჩარიცხეთ, თქვენ გეუბნებით.. იცით რა ჩაიდინეთ დღეს?1 დან 5 ლარამდე ჩარიცხული ფული დღეს ცალკე დავაჯამეთ და რუსთავის გარეუბანში, მთელს კორპუსს, ყველა მოსახლეს, ყვეეეეეელა ოჯახს მივუტანეთ საკვები და ჰიგიენის ნივთები. აი ასე, ჩვენთან ერთად თქვენ იდექით დღეს იმ ნახევრად მონგრეული, ძველი კორპუსის წინ და გახარებულ ადამიანებს ხედავდით. აღარ მოგიყვებით კიდევ 25 ოჯახზე, საქართველოს 7 ქალაქიდან სადაც მაცივრები ბოლომდე შევავსეთ.არ გაჩერდეთ თქვენ გენაცვალეთ, არ გაჩერდეთ" - წერს მაქარაშვილი და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.

 #GE46BG0000000162684987

#GE13TB7962645063300009

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system