თავში

3 თვეზე მეტ ხანს მანქანის ქუჩაში მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს

3 თვეზე მეტ ხანს მანქანის ქუჩაში მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს
3 თვეზე მეტ ხანს მანქანის ქუჩაში მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს

სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. 

ცვლილებებით დაკონკრეტებულია, რომ მიტოვებულად მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება, თუ მას არ აქვს ძრავა, ან საბურავები, ან უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ნაწილები.

„საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არ არის განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება“, - ნათქვამია კანონპროექტში. 

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატი ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system