თავში

3 თვის კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა

3 თვის კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა
3 თვის კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა

ჩოხატაურში ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ბათუმის ნაცვლად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას არ აღენიშნება პნევმონია ან რაიმე სხვა სახის გართულება. მცირეწლოვანს უტარდება დამატებითი კვლევები.

"მცირეწლოვანი ბავშვი კატასტროფის ჯგუფმა შემოიყვანა, ბავშვის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. მას არ აღენიშნება პნევმონია და სხვა სახის გართულება". - განაცხადა კლინიკის დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ. 

ცნობისათვის, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 10 ინფიცირებული მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system