თავში

30 აპრილს, ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 46 ათასი დოზა ჩამოვა - გაბუნია

30 აპრილს, ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 46 ათასი დოზა ჩამოვა - გაბუნია
30 აპრილს, ქვეყანაში ასტრაზენეკას 46 ათასი დოზა ჩამოვა - გაბუნია

30 აპრილს "ასტრაზენეკას" 46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებში მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს  და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, 27 აპრილიდან "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია გაიხსნება და 4 მაისიდან "სინოფარმისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით აცრა აქტიურად გაგრძელდება. 

"ამ დროისთვის 32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. გუშინ ძალიან აქტიური იყო პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი. 55 წელს ზემოთ ყველა ადამიანს შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პროგრამაში, ახლა ძირითადად "ასტრაზენეკათი" მიმდინარეობს ვაქცინაცია, ამასთან ერთად გრძელდება "ფაიზერით" ვაქცინაცია ორგანოგადანერგილი პირებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ადგილები და ვაქცინების დოზები საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები, 55 წლის ზემოთ დარეგისტრირდეს პროგრამაში. მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია "იუნისეფიდან", 30 აპრილს "ასტრაზენეკას" 46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი. ასევე, "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები "სინოფარმის" ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან  "სინოფარმით" და "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდება, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system