თავში

30 ნოემბერს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

30 ნოემბერს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება
30 ნოემბერს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 30 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

"თელასის" ცნობით, შეზღუდვა მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის III მიკრორაიონის და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, ბეთანიის, კიკეთის, სამადლოს და დიდების მოსახლეობას

ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, ილია ვეკუას, კლარა კვესეძის, ბადრი კობახიძის, თეთრი ტბის, დავით აღმაშენებლის, კარლო მებაღიშვილის, ბერთუბნის, ფარსმან II ქველის, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, დრანდის, ბაბილოძის, ხევისპირის და ზურა მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ზემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, მშვიდობის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „წერეთელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, რაფიელ აგლაძის, ხოშარაულის, დავით ყიფიანის, იროდიონ ევდოშვილის, ვახუშტი ბაგრატიონის, ელიავას, სანაპიროს, ქუთაისის, ცაბაძის, ზეზვა გაფრინდაულის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system