თავში

30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან საქართველოშიც გაიხსენეს - PHOTO

30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან საქართველოშიც გაიხსენეს
30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან საქართველოშიც გაიხსენეს - PHOTO

20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

30 წლის წინანდელი ბაქოში განვითარებული მოვლენები დღეს მარნეულშიც გაიხსენეს. ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაზე 20 იანვარის ტრაგედიის ამსახველი ვიდეოკოლაჟი უჩვენეს, მოგვიანებით კი ყვავილებით შეამკეს ბაქოს 20 იანვრისა და თბილისის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეს, ვაფადარ ემინოვის საფლავი, რომელიც მარნეულის რაიონში გარდაიცვალა. 

30 წლის წინანდელი ტრაგედია დღეს ბაქოში გაიხსენეს.

1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიიამ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბია , რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს. აზერბაიჯანში "შავ იანვარს" აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system