თავში

300- ლარიან დახმარებას საზღვარგარეთ თვითდასაქმებულებიც მიიღებენ

300- ლარიან დახმარებას საზღვარგარეთ თვითდასაქმებულებიც მიიღებენ
300- ლარიან დახმარებას საზღვარგარეთ თვითდასაქმებულებიც მიიღებენ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system