თავში

3000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - გაფრთხილება

3000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - გაფრთხილება
3000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - გაფრთხილება

თბილისში, თემქის რაიონში, 3000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ report.ge-ს კომპანია "თბილისი ენერჯიდან" აცნობეს.

"თემქის ხევში სკვერის მოწყობის სამუშაოების გამო, დღეს, 27 ოქტომბერს 23:00 საათზე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება - თემქის (ზღვის უბნის) დასახლების XI მ/რ - კვ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 20, 20ა, 21, 21ა, 22, 22ა, 23, 23ა, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29, 30, 31, 31-ის მიმდებარედ, 32, 32ა, 33, 33ა, 34, 36, 36ა, 37, 38, 39, 40, 40ა, 40ბ, თემქის XI მ/რ – კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 40, 41, 41ა, 41-ის მიმდებარედ (ანაპის 414-ე მსროლელთა დივიზიის ქ. 50), 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 53, 54, 54ა, 55, 56ბ, 56ა, 56, 57ა, 57, 58-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 28 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system