თავში

31-ში აგვიშვებენ და ნაძვის ხეს ვნახავთ - სამოქალაქო აქტივისტი

31-ში აგვიშვებენ და ნაძვის ხეს ვნახავთ - სამოქალაქო აქტივისტი
31-ში აგვიშვებენ და ნაძვის ხეს ვნახავთ - სამოქალაქო აქტივისტი

31 დეკემბერს აგვიშვებენ და ვნახავთ 1 მილიონიან ნაძვის ხეს, რომელსაც წელს 200 000 ლარის ტოტებს დავუმატებთ, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"აღარ ვნერვიულობ, ნაძვის ხე რომელიც 1 მილიონი დაგვიჯდა და ამ წელს 200 000 ლარის ტოტებს დავუმატებთ, 31-ში აგვიშვებენ და ვნახავთ", - წერს დიმიტრი ბიძინაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობამ ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა შეიზღუდება; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system