თავში

32 წლის ორსული ქალის გარდაცვალებაზე ექიმი განმარტებას აკეთებს

32 წლის ორსული ქალის გარდაცვალებაზე ექიმი განმარტებას აკეთებს
32 წლის ორსული ქალის გარდაცვალებაზე ექიმი განმარტებას აკეთებს

"ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში" 32 წლის ორსული ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკის ექიმი განმარტებას აკეთებს. 

თამარ ჯანელიძის განცხადებით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმის ცნობით, სავარაუდოდ, პაციენტს ვირუსული ინფექცია ჰქონდა, თუმცა გამოკვლევების შედეგი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

"8 თებერვალს დაახლოებით 18:00 საათზე კატასტროფის სამსახურის მიერ შემოიყვანეს 32 წლის ქალბატონი, რომელიც იყო ოცი კვირის ორსული, იყო მძიმე მდგომარეობაში, აღენიშნებიდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. მაშინვე, ჩვენების მიხედვით გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მკურნალობაც, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია შემოწმებაზე. სავარაუდოდ, არის ვირუსული ინფექცია, მაგრამ ანალიზები გადაგზავნილია და ველოდებით პასუხს" - განაცხადა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა თამარ ჯანელიძემ. 

32 წლის ქალი, რომელიც 5 თვის ორსული იყო, გუშინ ღამით გარდაიცვალა. პაციენტი თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system