თავში

324 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა - 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

324 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა - 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
324 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა - 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევიდან 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 324 პირი იმყოფება. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 114 889-მდე გაიზარდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი და საერთო რაოდენობა 95 581-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system